ახალი ამბები

ივანიშვილმა და მარგველაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს

27 ოქტომბერი, 2013 • • 1158
ივანიშვილმა და მარგველაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს

მან კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ გააკეთა მეორე ტურთან დაკავშირებით ისეთი შეფასებები, რომ გიორგი მარგველაშვილს არ ურჩევდა მასში მონაწილეობას. მან ბოდიში მოუხადა ამისთვის საზოგადოებას, თუმცა იქვე დააზუსტა: “ამით მსურდა დამენახა, რომ სწორად ვგრძნობ და ამიტომ არ მინდოდა მეორე ტური. ძალიან მაგარი ხალხი ვართ, ყველაფერს კარგს ვიმსახურებთ და მიიღებთ კიდეც, საქმით დავამტკიცებთ, ყველანი ერთად ავაშენებთ ჩვენს ბედნიერ საქართველოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მხარდამჭერებს, ასევე, სიტყვით მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ეგზიტპოლების შედეგებით დღევანდელ არჩევნებში გაიმარჯვა.

“დიდ მადლობას გიხდით ყველას, მართლა გმადლობთ, რომ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.

ზეიმის ნიშნად “ქართული ოცნების” შტაბთან ლურჯი ბუშტები გაუშვეს.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი