ახალი ამბებიგართობა

იუთუბის ყველაზე ყურებადი ვიდეოკლიპი “Despacito” ჰაკერებმა წაშალეს

10 აპრილი, 2018 • 1821
იუთუბის ყველაზე ყურებადი ვიდეოკლიპი “Despacito” ჰაკერებმა წაშალეს

პოპულარული ვიდეოპლატოფრმიდან Youtube ყველა დროის ყველაზე ხშირად ნანახი სიმღერის ვიდეორგოლი ჰაკერებმა წაშალეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge ავრცელებს.

ლუის ფონსის პოპულარული სიმღერის “Despacito” ვიდეოკლიპს საიტზე 5 მილიარდზე მეტი ნახვა ჰქონდა. რეკორდულ ნიშნულს მიღწევიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ვიდეორგოლი საიტზე აღარ იძებნება.

 

ვიდეოკლიპი youtube-ს საძიებო სისტემაში აღარ იძებნება. ძველ ბმულებზე კი ვიდეორგოლის მთავარ ფოტო შეცვლილია, მასზე ნიღბიანი შეიარაღებული პირები არიან გამოსახული. იმ შემთხვევაში კი, თუ ვიდეოკლიპის ჩართვას შეეცდებით, Youtube დაგიწერთ, რომ ვიდეო ხელმისაწვდომი აღარაა.

გამოცემის ინფორმაციით, პლატფორმიდან სხვა პოპულარული შემსრულებლების სიმღერებიც წაიშალა. მათ შორისაა კრის ბრაუნის, შაკირას, სელენა გომეზის, დრეიკის, ქეითი ფერის და ტეილორ სვიფტის სიმღერები. ყველა ვიდეოკლიპი, რომელსაც ჰაკერული თავდასხმა შეეხო, არტისტების Vevo გვერდებზე იყო განთავსებული. ჯერჯერობით უცნობია, ჰაკერებმა წვდომა ინდივიდუალურ ანგარიშებზე მოიპოვეს, თუ ადგილი ჰქონდა უფრო დიდ თავდასხმას Vevo ანგარიშებზე.

განახლება: ამ დროისთვის, ჰაკერების მიერ წაშლილი მუსიკალური ვიდეორგოლები, Youtube-ზე აღდგენილია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი