ახალი ამბებიეკონომიკა

ჯორჯ სოროსი კრიპტოვალუტით ვაჭრობას გეგმავს

10 აპრილი, 2018 • 2457
ჯორჯ სოროსი კრიპტოვალუტით ვაჭრობას გეგმავს

მილიარდერი ჯორჯ სოროსი კრიპტოვალუტით ვაჭრობას გეგმავს. Bloomberg წერს, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში ჯორჯ სოროსი კრიპტოვალუტას ბუშტს უწოდებდა. ახლა მისი ოჯახი, რომლის აქტივებიც 26 მილიარდ დილარადაა შეფასებული, ციფრული ვალუტით ვაჭრობის ბიზნესში შედის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ადამ ფიშერმა, რომელიც ნიუ იორკში არსებული სოროსის ფონდში ინვესტიციებს კურირებს,  მენეჯმენტისგან  კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე თანხმობა უკვე მიიღო. ჯორჯ სოროსმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, განაცხადა, რომ ციფრული ვალუტა ვერასდროს გახდება ჩვეულებრივი ვალუტა და ამის მიზეზი, მილიარდერის თქმით,  ციფრული ვალუტის არასტაბილურობაა.

ციფრული ვალუტები ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ისინი საბანკო სისტემის ალტერნატივას ქმნიან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა.  მას სახელმწიფო და ფინანსური სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ შესაბამისად, ამ მეთოდით თანხის გადარიცხვა გაცილებით სწრაფი და მარტივია ტრადიციულთან შედარებით.

კრიპტოვალუტის მოპოვების ორი გზა არსებობს. პირველი, მათი ტრადიციული ვალუტებით შეძენაა. მეორე მეთოდს კი “მაინინგს” უწოდებენ, როდესაც მომხმარებელი შესაბამისი ალგორითმის მეშვეობით კრიპტოფულს კომპიუტერული მოწყობილობებით გამოიმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი