ახალი ამბები

შავი ზღვის დაბინძურების ორი ფაქტი გამოვლინდა – ზედამხედველობის სამსახური

10 აპრილი, 2018 • 1751
შავი ზღვის დაბინძურების ორი ფაქტი გამოვლინდა – ზედამხედველობის სამსახური

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური
სამმართველოსა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა ფოთის ნავმისადგომთან სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს, რასაც  გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა დაემატა, ჯამში – 2 835 ლარის ოდენობით.

“გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი