დიდუბეს, ჩუღურეთს, გლდანს, ნაძალადევს, მთაწმინდას 10 აპრილს დენი შეზღუდვით მიეწოდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ხვალ, 10 აპრილს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება რამდენიმე უბანს თბილიში.

თელასის ინფორმაციით, „დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, აგლაძის, კერესელიძის, ვანის, თევდორე მღვდლის, ზესტაფონის, დავით ბაქრაძის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის, ზუგდიდის, სამტრედიის, ვახუშტი ბაგრატიონის, გუდაუთის, გაფრინდაულის, ყიფიანის და გვეტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, დავითაშვილის, დიღომბარის, ნინი და კალისტრატე სალიების, სიღნაღის, სააკაძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის და წყალსადენის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, ღრმაღელეს და გვაზაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, დიმიტრი ბაქრაძის, ჭოველიძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ზანდუკელის, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის და შოთა მილორავას ქუჩების მაცხოვრებლებს“.

„თელასის“ ინფორმაციით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი