ახალი ამბები

ნიუ-იორკში „ტრამპ თაუერს“ ცეცხლი გაუჩნდა

8 აპრილი, 2018 • 3328
ნიუ-იორკში „ტრამპ თაუერს“ ცეცხლი გაუჩნდა

BBC-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში, „ტრამპ თაუერის“ 50-ე სართულზე ცეცხლი გაჩნდა, სადაც მაღალი რანგის ბინები და საოფისე ფართებია. სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ხანძრისგან გამოწვეული ძლიერი კვამლია ნაჩვენები.

ნიუ-იორკის სახანძრო-სამაშველო სამსახურის (NYFD) განცხადებით, რომ არა მათი სწრაფი რეაგირება, ერთი ადამიანი შესაძლოა სერიოზულად დაშავებულიყო.

დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საცხოვრებელი სახლისა და ოფისის შენობები შეიცვალა. ამჟამად ის ვაშინგტონში იმყოფება.

თავად აშშ-ის პრეზიდენტი მომხდარს ტვიტერით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხანძარი უმნიშვნელო იყო, რადგან მისი „თაუერი“ კარგადაა აშენებული. დონალდ ტრამპმა სახანძრო-სამაშველო სამსახურს მადლობა გადაუხადა.

UPDATE – „ტრამპ თაუერში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

  • დონალდ ტრამპი 2012 წლის აპრილში საქართველოში იმყოფებოდა. ბათუმში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სადაც „თაუერის“პროექტი წარადგინა.
  • ბათუმში „ტრამპ თაუერი“ არ აშენდა, თუმცა 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფონდის დაფინანსებით, „სილქ თაუერი“ აშენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი