ახალი ამბები

აძვის ეკლესიაში სალოცავად ასული საქართველოს 2 მოქალაქე ე.წ. მესაზღვრეებმა გაიტაცეს

7 აპრილი, 2018 • 5300
აძვის ეკლესიაში სალოცავად ასული საქართველოს 2 მოქალაქე ე.წ. მესაზღვრეებმა გაიტაცეს

დღეს, 7 აპრილს, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ აძვის ეკლესიაში სალოცავად ასული საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაგვიდასტურეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მოქალაქეები ტაძარში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ტელეკომპანიას ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ აღდგომის დღეებში ოკუპირებულ საფლავებზე გასულ მოქალაქეებს რუსი ჯარისკაცები ჩასაფრებას უწყობენ და მძევლად აჰყავთ.

ნეტგაზეთს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვირვებლო მისია.

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ აძვიდან საქართველოს ორი მოქალაქე 21 მარტსაც დააკავეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებულები მაშინაც ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიყვანეს.

რუსმა ჯარისკაცებმა სოფელ აძვის ეკლესია, სკოლა და წყლის გამანაწილებელი 2014 წელს დატოვეს მავთულხლართებს მიღმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი