გერმანიაში სატვირთო ქვეითებს დაეჯახა – დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, ხოლო ათობით დაშავდა

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მძღოლმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა, ხოლო დაშავავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

გერმანიის მთავრობის სპიკერის განცხადებით, ხელისუფლება ინციდენტს განზრახ თავდასხმად განიხილავს. მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა – პოლიციამ მოსახლეობას ქალაქის ცენტრის დატოვებას სთხოვს.

CNN-ის ცნობით, თავდასხმა ქალაქის ძველ ნაწილში განხორციელდა, რომელიც შაბათ-კვირას განსაკუთრებით პოპულარულია.

გერმანიაში სატვირთო მანქანის ფეხით მოსიარულეებთან შეჯახების შედეგად 10-მდე ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ფოტო: EPA

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.