ახალი ამბები

Al Jazeera: ისრაელის ძალებმა ღაზაში დემონსტრაციის გაშუქებისას პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს

7 აპრილი, 2018 • 2539
Al Jazeera: ისრაელის ძალებმა ღაზაში დემონსტრაციის გაშუქებისას პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს

პალესტინელი ჟურნალისტი, რომელსაც ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზაში მასობრივი დემონსტრაციისას ესროლეს, მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 30 წლის ჟურნალისტ იასერ მურთაჯას, რომელიც ღაზაში მოქმედ გამოცემა Ain Media-ში მუშაობდა, ღაზას სამხრეთით, მუცლის არეში ესროლეს, მუხედავად იმისა, რომ მას პრესის ჟილეტი ეცვა.

პალესტინელი ჟურნალისტების ცნობით, პარასკევის დემონსტრაციების გაშუქებისას კიდევ შვიდი რეპორტიორი დაშავდა. ადგილზე მოქმედი ჟურნალისტების გაერთიანება გაეროსმ ოუწოდებს მათი დაცვის უზრუნველყოფისკენ.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, 30 მარტს პალესტინელების მიერ დასავლეთის სანაპიროზე დაწყებული დემონსტრაციების შემდეგ ისრაელის ძალებთან შეტაკებებისას 31 ადამიანი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი