ახალი ამბები

სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი 24 წლით დააპატიმრეს

7 აპრილი, 2018 • 1819
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი 24 წლით დააპატიმრეს

სამხრეთ კორეის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ პარკ გეუნ-იეს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სასამართლომ 6 აპრილს მიიღო.

პარკს სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მექრთამეობასა და გამოძალვას ედავებოდა. ის სამხრეთ კორეის პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი გახდა, რომელიც ვადის ამოწურვამდე გადააყენეს.

ბრალდების მხარის ცნობით, ყოფილმა პრეზიდენტმა მსხვილ კომპანიებს, მათ შორის “სამსუნგს”, მილიონობით დოლარი შეატანინა ორ ფონდში, რომელსაც მისი ახლო მეგობარი ჩოი სუნ ლი მართავდა. ამ უკანასკნელს სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში მიუსაჯა.

პარკ გეუნ-იეს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქციები სამხრეთ კორეის დედაქალაქში 2016 წლის ბოლოსა და 2017 წლის დასაწყისში იმართებოდა. საპასუხოდ, მცირერიცხოვან აქციებს მისი მხარდამჭერებიც აწყობდნენ, რომლებიც სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოსთან 6 აპრილსაც შეიკრიბნენ. საბოლოოდ, რამდენიმეთვიანი პროტესტი მისი გადაყენებითა და ბრალის წარდგენით დასრულდა.

პარკ-გუენ-იე სამხრეთ კორეას 4 წლის განმავლობაში მართავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი