ახალი ამბები

სააღდგომოდ თბილისში საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება

6 აპრილი, 2018 • 2760
სააღდგომოდ თბილისში საავტომობილო მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება

შსს–ს ცნობით, 8-9 აპრილს, აღდგომასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.

საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ:

  • საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

საბურთალოს სასაფლაო

  • კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით დატოვებენ.

კუკიის სასაფლაო

  • მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელი დავით აღმაშენებლის ხეივნიდან და ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

მუხათგვერდის სასაფლაო

  • თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

თბილისის ზღვის სასაფლაო

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის ამავე მარშრუტებით იმოძრავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი