ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

26 ოქტომბერი, 2013 • • 3453
მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

“როცა არავის ახსოვდა დამოუკიდებლობი იდეა, როცა ქართველების უმეტესობა დაავადებული იყო კონფორმიზმით, რომლის დაბრუნებასაც დღეს ცდილობენ, ზვიად გამსახურდია იყო ამ ეროვნული ჩირაღდნის მატარებელი. სამეგრელოს შორეულ სოფელში მომწყვდეული, მიტოვებული თანამებრძოლების მიერ, არაპოპულარული, დევნილი, მოღალატეებით გარემოცული და ალყაშემორტყმული იყო მაშინდელი საქართველოს სიმბოლო”.– განაცხადა პრეზიდენტმა

 

ზვიად გამსახურდიას გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა  გენერალ მაზნიაშვილს:

 

“ყველა ეპოქას ყავდა თავის გმირები. გადავწყვიტე, ეროვნული გმირის წოდება მივანიჭო გენერალ მაზნიაშვილს, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობას აღარ ჰქონდა სურვილი წინააღმდეგობის გაწევის; მაშინ, როცა პოლიტიკოსები გაიქცნენ; მაშინ, როცა ძალიან ბევრი ქართველი მტრის მხარეს იყო, გენერალმა მაზნიაშვილმა შეკრიბა ადამიანები, ვინც მზად იყო ბრძოლისთვის და ბოლო წუთამდე იბრძოლა. რა თქმა უნდა, იმ წუთში გენარეალი მაზნიაშვილი იყო საქართველო”. 

 

პრეზიდენტმა ეროვნული გმირის წოდება ასევე მიანიჭა საქარველოს ყოფილ პატრიარქს, ამბრიოსი ხელაიას. პრეზიდენტის თქმით, ამბროსი ხელაია არასოდეს დაუჩოქებდა რუსებს:

 

“ამბროსი ხელაიას, რომელიც იყო მეტეხის ციხეში, ემუქრებოდა გარდაუვალი სიკვდილი. თავაზობდნენ, რომ სიცოცხლის გადარჩენისთვის ებრძოლა. მან თავისი საკნიდან მიწერა წერილი გენუის კონფერენციას, სადაც მოითხოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, იმიტომ, რომ იმ წუთში ამბროსი ხელაია არ იყო ცალკე აღებული ქართველი, ცალკე აღებული სასულიერო მოღვაწე ან თუნცდაც პატრიარქი. ამბროსი ხელაია იყო საქართველო, რომელიც არასდროს დაუჩოქებდა რუსებს. არასდროს არ აულოკავდა მათ ხელებს, არასდროს არ თხოვდა მოწყალებას და მთელ მსოფლიოს ეტყოდა, დიახ, ჩვენ საქართველო ვართ და ჩვენ არ ვიხევთ უკან”. 

 

პრეზიდენტკმა  ეროვნული გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ ასევე მიანიჭა გრიგოლ ფერაძეს, მიხაკო წერეთელს, ექვთიმე თაყაიშვილს და  მერაბ კოსტავას.

მასალების გადაბეჭდვის წესი