ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა

26 ოქტომბერი, 2013 • • 1827
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა გირგი ანწუხელიძეზე საუბარი ვაჟა– ფშაველას ლექსით დაიწყო, რომელიც წაიკითხა:

 

საქართველოს  ყველა ეპოქას აქვს თავისი სიმბოლო, მე დავიბადე და გავიზარდე არათავისუფალ საქართველოში, რომლის სიმბოლო იყო ვაჟა–ფშაველას “არწივი”, გიორგი ანწუხელიძეზე არის ეს ლექსი. როდესაც იგი, უკვე მერამდენედ შემოსულმა დამპყრობელმა [2008 წლის აგვისტოს ომის დროს]  ტყვედ აიყვანა, ტელეკამერების წინ დააყენეს და ეუბნებოდნენ, თუ გინდა, რომ სიცოცხლე გადაირჩინო, აკოცე მიწას, დაგვიჩოქე, აგვილოკე ჩექმები, შეაგინე საქართველოს პრეზიდენტს, დაიმცირე თავი და მაშინ იქნები ცოცხალი. ეს არის დიდი არჩევანი. მე რომ იმ დროს გიორგის გვერდით ვყოფილიყავი, იმ წუთში ვეტყოდი, რამდენიც გინდა, იმდენი შემაგინე, თუ ეს გადაარჩენდა მის სიცოცხლეს. მაგრამ ეს იყო სხვა არჩევანი. იმ წამში, იმ წუთში გიორგი ანწუხელძე იყო საქართველო. მან თქვა, დღეს მე ვარ საქართველო და საქართველო არ დაიჩოქებს, საქართველო არ აულოკავს დამპყრობელს ჩექმებს, საქართელო არ დაიმცირებს თავს. ამიტომ არის ის გმირი”– განაცხადა მიხეილ სააკშვილმა.

 

მემორიალის გახსნის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ადამაინს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, მათ შორის- საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ექვთიმე თაყაიშცილს, ამბროსი ხელაის და სხვებს. 

 

“მინდა ვთქვა, რომ მართლაც კიდევაც დაიზრდებიან ჩვენი მგლები, ჩვენს დამპყრობელს 200 წლის განმავლობაში სურდა, რომ ქართველებიდან, რომელიც მგლების ქვეყნა  იყო თავიდან, გამოეყვანა ცხვრის ჯიში.  ნაწილობრივ შეძლო, მაგრამ გიორგი ანწუხელიძემ ამ ყველაფერს მათთვის ხაზი გადაუსვა და ამ ბავშვებზეა ნათქვამი,–კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი.  მოვა მომენტი და ისინი იტყვიან, ჩვენ ვართ საქართველო”.– ამ სიტყვებით დაასრულა სიტყვით გამოსვლა მიხეილ სააკაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი