ახალი ამბები

კლუბი BASSIANI 6 აპრილის ღამეს შემოსულ თანხას მეშახტეების ოჯახებს გადაურიცხავს

6 აპრილი, 2018 • 21467
კლუბი BASSIANI 6 აპრილის ღამეს შემოსულ თანხას მეშახტეების ოჯახებს გადაურიცხავს

კლუბი BASSIANI დღეს, 6 აპრილის ღამეს შემოსულ თანხას დაღუპულ და დაშავებულ მეშახტეთა ოჯახებს სრულად გადაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ფეისბუკზე ავრცელებს.

“სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსებული ცხოვრება, რადგან ზრუნვის მიდგომები და ადამიანისთვის შრომის პირობების შექმნა მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენ ვიბრძვით სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, ქვეყნის სოციალური კეთილდღეობისთვის!,” – ნათქვამია BASSIANI-ს განცხადებაში. 

  • 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა.
  • დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
  • შსს-ს განცხადებით, გამოძიება,  ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი