მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ ყოფილა – შრომის ინსპექცია

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუშინ მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ ყოფილა. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა ირაკლი იობიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

“სეისმურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ მინდელის შახტში სეისმური ბიძგები არ ყოფილა. რაც შეეხება სამთო დარტყმას, კიდევ ერთხელ გეტყვით, გუშინ ადგილზე ვერ მივედით, დღეს განმეორებით ჩავალთ შახტში და გვირაბის დათვალიერების შემდეგ შეგვეძლება თქმა.  უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კი გამოთხოვილი გვაქვს დოკუმენტაცია ადმინისტრაციიდან, რომლის ნაწილიც მივიღეთ, ნაწილს კი ველოდებით,” – განმარტავს იობიძე.

გუშინ, 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 6 მეშახტე დაიღუპა, 3 კი დაშავდა. “საქნახშირი”, რომელიც აღნიშნულ შახტს მართავს, აცხადებს, რომ მომხდარი ბუნებრივი მიზეზების გამო, კერძოდ კი, ე.წ. სამთო დარტყმას უკავშირდება.

ამავე თემაზე გირჩევთ

რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან