ახალი ამბები

მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქის ცხედარი გადმოასვენეს

6 აპრილი, 2018 • 1374
მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქის ცხედარი გადმოასვენეს

სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქის ცხედარი ვერტმფრენით თბილისში გადმოასვენეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან დღეს, 6 აპრილს, ჩამოიყვანეს ორი დაშავებული, რომლებიც მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიან. დაშავებულთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სამაგრის გაწყვეტა გახდა. შემთხვევა მყინვარწვერზე გუშინ, 5 აპრილს მოხდა.

 ფოტო: მყინვარწვერი აგვისტოში. ფოტო: მათე ფიცხელაური

მასალების გადაბეჭდვის წესი