ახალი ამბებისაზოგადოება

“სოლიდარობა ტყიბულს” – თბილისში 6 აპრილს მეშახტეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

5 აპრილი, 2018 • 3636
“სოლიდარობა ტყიბულს” –  თბილისში 6 აპრილს მეშახტეების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

პარასკევს,  6 აპრილს ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერად  სოლიდარობის აქცია/მსვლელობა “სოლიდარობა ტყიბულს!”  გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები არიან აუდიტორია 115, EMC – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი და ახალგაზრდა სოციალისტები. 

ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ  აქცია  17:00 საათზე თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში დაიწყება, საიდანაც მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას გამართავენ.

აქციის ორგანიზატორებს ორი მოთხოვნა აქვთ:

“1.გადაგდეს დიმიტრი ქუმსიშვილი დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკის გუნდმა არსებითად გადახედოს მის ეკონომიკურ პოლიტიკას. ის უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობის კეთილდღეობას და სოციალურ სამართლიანობას და არა კონკრეტული ბიზნეს-ელიტების ინტერესებს.

2.აუცილებელია ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ტყიბულის ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც უზრუვნელყოფს მოსახლეობის ნაკლებად დამოკიდებულებას ქვანახშირის წარმოების სისტემაზე. ”

“4 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანიის ადმინისტრაცია ცდილობს მომხდარი ტრაგედია დააბრალოს მიწის ქანების მოძრაობას და ის უბედურ შემთხვევად შეაფასოს. თუმცა მიწის ქანების გააადგილების ფაქტი სპეცაიალისტების მხრიდან არ ფიქსირდება. ამასთან, ამ მსჯელობაში უგულებელყოფილია ბუნების დაზიანების ფაქტორი, რომელიც შეიძლება იყოს არსებითი მიზეზი მსგავსი შემთხვევების. ადმინისტრაციას სურს მომხდარი ტრაგედია არ დაუკავშიროს შრომის პოლიტიკისა და ინდუსტრიულ ზონებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემას და გადაფაროს საკუთარი პასუხიმგებლობა და დაასუსტოს პოლიტიკური წინააღმდეგობა”, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

“ეს მუშები მოკლა სახელმწიფომ, რომელიც დღემდე არ აღიარებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას მოქალაქეების ღირსეული შრომის უფლებით უზრუნველყოფის პროცესში! ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რაც უკვე წლებია ჩვენი სახელმწიფო ატარებს. წლებია, ის მხოლოდ ინვესტორების ინტერესებს იცავს!  დროა, სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და ერთხელ მაინც დადგეს ადამიანების მხარეს!,” – ნათქვამია “აუდიტორია 115-ის” განცხადებაში.

  • 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა.
  • დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
  • შსს-ს განცხადებით, გამოძიება,  ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტში

ვინ იყვნენ დაღუპული მეშახტეები – ტრაგედია სტატისტიკის მიღმა

საქნახშირი: მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ

მასალების გადაბეჭდვის წესი