ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები რუსეთში მიემგზავრებიან

5 აპრილი, 2018 • 1920
“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები რუსეთში მიემგზავრებიან

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები რუსეთში 10 აპრილის შემდეგ გაემგზავრებიან. ამის შესახებ “ნეტგზეთს” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა. როგორც თევდორაძე ამბობს, ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე შეხვედრებს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და დუმაში გამართავენ:

“დელეგაცია უცვლელლია- ადა მარშანია გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე. ჩვენ უკვე ორი ვიზიტი გვქონდა. ახლა უმნიშვნელოვანესი მომენტია, ამ დიალოგის გაგრძელებაა საჭირო,” – ამბობს თევდორაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, დააყენებენ თუ არა შეხვედრებზე “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები არჩილ ტატუნაშვილის საკითხს, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ისინი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრებენ:

“რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ყველა საკითხზე ვსაუბრობთ, უმთავრესია, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად ვცდილობთ ეს დიალოგი არსებობდეს,” – ამბობს თევროდაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი