სოხუმი: თბილისი “სამშვიდობო ინიციატივების” პარალელურად კინოფესტივალს ხელს უშლის

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი დაურ კოვე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე თბილისის მიერ სოხუმის კინოფესტივალის ჩაშლის მცდელობებზე საუბრობს.

“სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ახალი სამშვიდობო ინიციატივების ფონზე, გთავაზობთ გაეცნოთ ჩვენი “მეგობრულად განწყობილი” ქართველი მეგობრების მოქმდებებს, რათა არავის შეექმნას ცრუ ილუზიები”.

კოვე წერს, რომ კინოფესტივალის მონაწილე ყველა უცხო ქვეყნის სტუმარს იმ ქვეყანაში არსებული საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი უკავშირდებოდა და არწმუნებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩასულიყვნენ აფხაზეთში, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. როგორც კოვე აცხადებს, საელჩოს თანამშრომლები შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს უკავშირდებოდნენ მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

“ამგვარად, საჩვენებელი მეგობრობის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ტიტანური ძალისხმევაა ჩადებული აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის კუთხით. სამი სტუმარი, სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას წამოეგო. თუმცა გვიხარია, რომ უმრავლესობისთვის ეს არ აღმოჩნდა დაბრკოლება”, – წერს დაურ კოვე.

2018 წლის 2 აპრილს სოხუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო პარტნიორები გააფრთხილა, შეცდომაში არ შეიყვანონ ისინი “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის „რბილმა ძალამ” და არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი”.

 

კინოფესტივალის გახსნა სოხუმში; ფოტო: აპსნიპრესი/apsnypress

 

რას სთავაზობს თბილისი აფხაზებსა და ოსებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი