ახალი ამბები

ანონსი – 5 აპრილი

4 აპრილი, 2018 • 1776
ანონსი – 5 აპრილი

10:00  თბილისის მერი კახა კალაძე ბრიფინგს გამართავს. მის: ჟ.შარტავას

11:00  ,,ექსპო ჯორჯიას ” მე-3 პავილიონში გაიმართება პრესკონფერენცია ქვეყანაში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებისთვის დამატებითი ტესტირების ცენტრების შესაქმნელად ლოტების გამოცხადების შესახებ, ასევე მედიას გავაცნობთ ტექნიკური ინსპექტირების ბოლო სტატისტიკას. 11.30 საათზე, ამავე პავილიონში გაიმართება პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა, რომელსაც არსებული ტესტირების ცენტრების ხელმძღვანელები და დაინტერესებული, პოტენციური ინვესტორები დაესწრებიან. პრესკონფერენციას და პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაუძღვება.

11:00 ტექნოპარკში (ინოვაციების ქ.#7), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე გამართავს შემაჯამებელ პრეზენტაციას კვარტალურ
მგზავრთნაკადზე. ასევე, ღონისძიებაზე დაანონსდება ახალი მიმართულება.

14:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16:00 “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” და “კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის” გიწვევთ კამპანია ძალა ევროპაშია” დაწყების ცერემონილაზე. ღონისძიებაზე მოხდება კამპანიის ძირითადი კონცეფციისა და დაგეგმილი აქტივობების წარდგენა. მის: სასტუმრო რუმს თბილისი, კოსტვავს #14, “დარბაზი გარდენ ჰოლი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი