გიგი უგულავას წინააღმდეგ საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა ომბუდსმენს მიმართეს

გიგი უგულავას წინააღმდეგ საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა სახალხო დამცველს მიმართეს – ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს.

ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მათ დისკრიმინაციის წახალისების დადგენასთან დაკავშირებით მიმართეს. საუბარი არის გიგი უგულავას ფეისბუკის პოსტზე, სადაც უგულავა აკრიტიკებს საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რომელთაც, პაპუნა უგრეხელიძის სახელთან დაკავშირებული სექსუალური შევიწროების სკანდალის შემდეგ ყოფილ უფროსთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ფოტო გადაიღეს.

“სტატუს კვოს შენარჩუნება, ქალთა მიმართ ძალადობის დაკანონება, ქალი დეკორაცია – ესაა კვოტები და ამ სურათის სათაური. ამ სურათზე უგრეხელიძეზე სამარცხვინო ეს გაბადრული ქალები არიან” – წერს გიგი უგულავა პაპუნა უგრეხელიძის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის აპარატში ნეტგაზეტს განუცხადეს, რომ ამ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი