ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გერმანიის ელჩი “სამშვიდობო ინიციატივებზე”: მთავრობა ამტკიცებს თავის შორსმჭვრეტელობას

4 აპრილი, 2018 • 2016
გერმანიის ელჩი “სამშვიდობო ინიციატივებზე”: მთავრობა ამტკიცებს თავის შორსმჭვრეტელობას

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომის დროს წარმოდგენილ ღონისძიებათა პაკეტთან „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა განაცხადა: 

„მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა ღონისძიებათა პაკეტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც ახლა პარლამენტს წარუდგენს შემდგომი განხილვის მიზნით. ამით საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას. როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს.“

ახალი სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომელსაც ქართული მხარე აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს, დღეს, 4 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა ისაუბრეს.

სამშვიდობო ინიციატივების  საკანონმდებლო  ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსახილველად პარლამენტს წარუდგენს, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებს ეხმაურება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი