ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე თბილისის სამშვიდობო ინიციატივებს ეხმაურება

4 აპრილი, 2018 • 3280
აფხაზური მხარე თბილისის სამშვიდობო ინიციატივებს ეხმაურება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებს ეხმაურება.

“აფხაზეთზე ზეწოლის საკუთარი რესურსების ამოწურვის შემდეგ,  აღნიშნული ინიციატივებითა და საკუთარი ჭეშმარიტი ზრახვების ოსტატურად შენიღბვით, საქართველომ კვლავაც გადაწყვიტა საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს გარკვეული მეგობრული დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მივმართავ წინადადებით, შეწყვიტოს სიცრუე საკუთარი პოლიტიკური ამბიციების სასარგებლოდ.

აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა.. ერთადერთი ნაბიჯი უკეთესი მომავალისკენ არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის განვითრება ჩვენს ქვეყნებს შორის,  ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს”, – წერს დაურ კოვე.

ახალი სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომელსაც ქართული მხარე აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს, დღეს, 4 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელშვილმა ისაუბრეს.

სამშვიდობო ინიციატივების  საკანონმდებლო  ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა განსახილველად პარლამენტს წარუდგენს, სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი