ახალი ამბები

“მარშის” ცნობით, დაკავებულებს საპროცესო შესთავაზეს, პროკურატურა – უარყოფს

4 აპრილი, 2018 • 2032
“მარშის” ცნობით, დაკავებულებს საპროცესო შესთავაზეს, პროკურატურა – უარყოფს

“ქართულმა მარშმა” ფეისბუკ გვერდზე 3 აპრილს განცხადება გაავრცელა, სადაც ხაზს უსვამდა, რომ პროკურატურა რუსთავი 2-თან მომხდარი თავდასხმის გამო დაკავებულ წევრებს საპროცესო გარიგებას სთავაზობდა, რაზეც მათ უარი განაცხადეს.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს პროკურატურას, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

https://www.facebook.com/qartulimarshi/photos/a.184266188783984.1073741827.183431302200806/250007528876516/?type=3&theater

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მათთვის საპროცესო გარიგების შესახებ განცხადებით არავის მოუმართავს. გარდა ამისა, თუ პროკურატურა დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგების დადებას აპირებდა, მაშინ მათ დაპატიმრებასაც არ მოითხოვდა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა “ქართული მარშის” ადვოკატ ცირა ჯავახიშვილსაც. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშრებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, როგორც ის განმარტავს, თუ “ქართულმა მარშმა” ასეთი ინფორმაცია გაახმიანა, მაშინ ის სიმართლეს შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი