ახალი ამბები

შემოქმედის გაქილიკების ვერმოთმენისთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლოა – დეპუტატი [ვიდეო]

4 აპრილი, 2018 • 2052
შემოქმედის გაქილიკების ვერმოთმენისთვის პატიმრობის შეფარდება უსამართლოა – დეპუტატი [ვიდეო]

“ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ვერ მოითმინეს შემოქმედის გაქილიკება და მოთმინებამ უმტყუნა, პატიმრობის შეფარდება არასამართლიანი და არამართლზომიერია”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ერქვანია.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს, ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, რადგან ქრისტიანობა დაფუძნებულია სიყვარულზე. მაგრამ ძალადობის პროვოცირებაც დასაგმობი უნდა იყოს. ქართველ ადამიანს მოთმინების დიდი უნარი აქვს, მაგრამ როცა სამშბოლოს და სარწმუნოებას ეხება საქმე, ეკლესიას, ერის რჩეულ ადამიანებს, ზნეობასა და ღირსებას, მოთმინება და დუმილი დანაშაულია”, – აცხადებს დეპუტატი.

ამ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, 8 პირია დაკავებული. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი