ახალი ამბები

ბელა ოსიპოვა საზმაუს ბორდის წევრია

4 აპრილი, 2018 • 2006
ბელა ოსიპოვა საზმაუს ბორდის წევრია

ბელა ოსიპოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის თანამდებობაზე აირჩიეს. ოსიპოვას კანდიდატურა პარლამენტს სახალხო დამცველმა შესთავაზა. მას ხმა 93-მა დეპუტატმა მისცა.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა – უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. დევდარიანის ნაცვლად ომბუდსმენმა პარლამენტს იზაბელა ოსიპვას კანდიდატურა დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი