ახალი ამბებისამართალი

სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო გადაუხადა

4 აპრილი, 2018 • 3684
სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო გადაუხადა

საქართველომ ვანო მერაბიშვილს კოპენსაციის სახით 4 000 ევრო 22 თებერვალს ჩაურიცხა – ამის შესახებ ევროსასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით 2017 წლის ანგარიშში არის საუბარი.

საქმეზე “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” სტრასბურგის დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 2017 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა და მერაბიშვილის მიმართ კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მორალური კომპენსაციის სახით მერაბიშვილს სახელმწიფომ 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს (თავად აპლიკანტი 15 000 ევროს ითხოვდა).

“ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ერთადერთი ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც მითითებული იქნა ევროპული სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში, არის მომჩივნის სასარგებლოდ კომპენსაციის თანხის – 4 000 ევროს გადახდა. საქართველოს მთავრობამ მომჩივანს თანხა ჩაურიცხა 2018 წლის 22 თებერვალს – სასამართლოს მიერ დადგენილ 3-თვიან ვადაში.

ზოგადი ღონისძიებების თაობაზე აღსრულების სამოქმედო გეგმა/ანგარიში მთავრობის მიერ გაიგზავნება დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 6 თვიან ვადაში, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურა. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება საქმეზე – „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გამოიტანა 2017 წლის 28 ნოემბერს, მთავრობის მიერ მიერ სამოქმედო გეგმა/ანგარიში გაიგზავნება 2018 წლის 28 მაისამდე,”- ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილ ანგარიშში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი