ახალი ამბები

სუს-მა სამტრედიის მერის პირველი მოადგილე დააკავა

4 აპრილი, 2018 • 2159
სუს-მა სამტრედიის მერის პირველი მოადგილე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სამტრედიის  მერის პირველი მოადგილე ირაკლი სულავა დააკავა.

გამოძიების ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებულმა კერძო მეწარმეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის კუთვნილი 50 000 კვადტარული მეტრი 2 მიწის ნაკვეთის იჯარით, აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარის გადახდა. 3 აპრილს  ირაკლი სულავამ  მეწარმეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 ლარი, რის შემდეგაც იგი  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით),რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11  წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი