ახალი ამბები

გაფრთხილება ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით – შესაძლოა, 500 ლარით დაჯარიმდეთ

4 აპრილი, 2018 • 1900
გაფრთხილება ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით – შესაძლოა, 500 ლარით დაჯარიმდეთ

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით ნუ დაწვავენ საბურავებსა და სხვა პლასტიკურ მასალებს. უწყების ცნობით, ისინი მკაცრად გააკონტროლებენ აღნიშნულს და სამართალდამრღვევებს დააჯარიმებენ.

“საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს .. „ჭიაკოკონობაიმართება. კოცონის დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.

რეზინის საბურავების, ფოთლების და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში”, – ნათქვამია სახელმწიფო უწყების განცხადებაში.

უწყებისვე განცხადებით, განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი