ახალი ამბები

სროლა YouTube-ის ოფისთან – არიან დაჭრილები

4 აპრილი, 2018 • 2762
სროლა YouTube-ის ოფისთან – არიან დაჭრილები

ჩრდილოეთ კალიფორნიაში, Youtube-ის ერთ-ერთ ფილიალთან, სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დაშავებულები სან ფრანცისკოს ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ამერიკის ხელისუფლება აფრთხილებს მოსახლეობას, დატოვონ მიმდებარე ტერიტორია.

მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომლის თქმით, დაინახა ახალგაზრდა ქალი, რომელიც აქტიურად ისროდა. BBC-ის ინფორმაციით, მსროლელი ლიკვიდირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი