ახალი ამბები

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა 2 მაისს გაიმართება

3 აპრილი, 2018 • 1627
პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა 2 მაისს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საქართველოს პარლამენტში 2 მაისს გაიმართება.

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. რომელ საათზე დაიწყება პრეზიდენტის გამოსვლა, ჯერჯერობით არაა დადგენილი. 

გასულ, 2017 წელს პრეზიდენტი პარლამენტში 7 აპრილს გამოვიდა სიტყვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი