გუბერნატორების როტაცია

შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა თანამდებობები გაცვალეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს.

ამიერიდან სამცხე-ჯავახეთის უკვე ყოფილი გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე შიდა ქართლში გადაინაცვლებს, კახა სამხარაძე კი, რომელიც აქამდე შიდა ქართლის მხარეს ხელმძღვანელობდა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გახდება. ახალი გუბერნატორები ახალციხისა და გორის მერების წინაშე უკვე წარდგნენ და ახალ თანამდებობებზე მუშაობას შეუდგნენ.

როტაციის მიზეზები რეგიონული განვითარების სამინისტროში “ნეტგაზეთისთვის” არ განუმარტავთ. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, მსგავსი ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და ამ შემთხვევაშიც როტაცია მისი ბრძანებით მოხდა.

თავდაპირველად, აკაკი მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტზე 2013 წელს დაინიშნა, კახა სამხარაძე კი შიდა ქართლში 2017 წლის თებერვალში შეუდგა მუშაობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან