ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოპოზიციის აქციის შემდეგ ბაქოში აქტივისტი ქალი გაუჩინარდა

3 აპრილი, 2018 • 1591
ოპოზიციის აქციის შემდეგ ბაქოში აქტივისტი ქალი გაუჩინარდა

2 აპრილს აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ 31 მარტის ოპოზიციის მიტინგის შემდეგ მათი აქტივისტი ფატიმა მოვლანლი გაუჩინარდა.

აქტივისტის ახლობლებმა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ აცნობეს, თუმცა ჯერ არ უპოვიათ. ქალის ოჯახის წევრები შიშობენ, რომ ის პოლიტიკური აქტივიზმის გამოა დაკავებული.

ფატიმა მოვლანლი აზერბაიჯანში ფლეშმობის, სახელწოდებით “მოვყვებით დიქტატორზე” მონაწილეც იყო. ეს კამპანია, აზერბაიჯანის გარდა, სხვა ქვეყნებშიც დაიწყო და ილჰამ ალიევის, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგაა მიმართული.

კამპანიაში მონაწილეობის გამო აზერბაიჯანის პოლიციამ ფატიმა მოვლანლი 26 მარტს დაკითხა.

ფოტო: meydan.tv

 

მასალების გადაბეჭდვის წესი