ახალი ამბები

გინება და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

3 აპრილი, 2018 • 2509
გინება და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

დღეს, 3 აპრილს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს პარლამენტის წევრი გია გაჩეჩილაძე და “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ. კომიტეტის სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც ესწებოდა. სხდომაზე დაბა კაზრეთში გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა.

“კარგია, რომ აქ ესწრებიან ის ხალხი, რომლებიც გარკვეულ პასუხისმგებლობას ატარებენ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც იქ ხდებოდა. კარგი,ა რომ გიორგი ვაშაძეც შემოგვესწრო იმიტომ, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო მაშინ, როდესაც ის კანონი იქნა მიღებული. ანტიკონსტიტუციური, სხვათა შორის, და კარგი იქნება, თუ გვეტყვის, როგორ მოახერხა იუსტიციის სამინისტრომ ანტიკონსტიტუციური კანონის გაშვება. თქვენ წერდით მაგ კანონებს,”-განაცხადა გია გაჩეჩილძემ. ამ განცხადების შემდეგ გია გაჩეჩილაძე და გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

გინება და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

გინება და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

Posted by netgazeti.ge on Tuesday, April 3, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი