ქმრის ან ცოლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება საუდის არაბეთში დაისჯება

ქმრის ან ცოლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება ამიერიდან  საუდის არაბეთში დაისჯება . საუდის არაბეთის ინფორმაციის სამინისტროს თანახმად, დაქორწინებულ წყვილებს, რომლებსაც ქმრის ან ცოლის თვალთვალი აქვთ განზრახული, იდეის განხორციელების შემთხვევაში, დაახლოებით 133 ათას დოლარს გადახდიიან და ერთი წელი ციხეში გატარება მოუწევთ.

თურქული გამოცემა Daily Sabah წერს, რომ ეს კანონი კიბერდანაშაულის ახალი კანონმდებლობის ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამოქმედდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები წარსულში ხშირად აკრიტიკებენ საუდის არაბეთში მოქმედ კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კანონის გამოყენებით სოციალურ მედიაში განსხვავებულ აზრს ახშობს. საუდის არაბეთი სოციალური მედიისა და მობილური ტელეფონის გამოყენებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.