ახალი ამბებიეკონომიკა

ხინკალსა და ბლინში ცხენისა და ვირის ხორცი იპოვეს – სააგენტო

3 აპრილი, 2018 • 18903
ხინკალსა და ბლინში ცხენისა და ვირის ხორცი იპოვეს – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნახევარფაბრიკატებში ცხენისა და ვირის ხორცები აღმოაჩინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს.

ლაბორატორიული შემოწმებისას მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის, ხინკლის, გუფთის, ბლინის, ქაბაბისა და ბასტურმის 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში-ცხენის და ვირის ხორცი.

სააგენტოს ცნობით, მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

დაჯარიმებული ბიზნესოპერატორები არიან:

  • ი/მ დავით წოწკოლაური – ბასტურმაში ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
  • შპს ,,მადა“ – ხინკალში “სუპერი”ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
  • შპს ,,კედარი“ – ხინკალში ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
  • შპს ,,ლაშარი“ – ხინკალში ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
  • შპს ,,ლაშარი“ – ბლინში ცხენის და ვირის დნმ აღმოაჩინეს;
  • შპს ,,ლაშარი“ – გუფთაში ცხენის დნმ აღმოაჩინეს;
  • შპს ,,მერკადო” – აგრარულ ბაზარში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს;
  • შპს ,,მერკადო“ – აგრარულ ბაზარში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს;
  • შპს „გიო“ – ქაბაბში ცხენის დნმ აღმოაჩინეს.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა  ი/მ „დავით წოწკოლაურის“ კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და  დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი