ახალი ამბები

სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში და ეკონომიკურ ფონს გავუმჯობესებ

3 აპრილი, 2018 • 1775
სააკაშვილი: მე ჩამოვალ საქართველოში და ეკონომიკურ ფონს გავუმჯობესებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. მის გამოსვლაში, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა, სააკაშვილი აცხადებს, რომ დღესდღეობით ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, რის გამოსწორებასაც ის თავად აპირებს.

ეს ბანკებისა და  მაფიის თარეში, ივანიშვილის მაფიის არსებობის დასრულება, ხელფასების გაზრდა, მოგვცემს საშუალებას შევაჩეროთ საქართველოდან ხალხის გადინება. საქართველოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანა იცლება. ამ რეალური საფრთხის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ ეკონომიკური ზრდით,”- განმარტავს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე თქმით, მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოასწოროს საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება მის შეჩერებას ცდილობს. გარდა ამისა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სიტუაცია ქვეყანაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.

“მე ვაპირებ, ამით თვითონ დავკავდე. ახლა ისინი ახალ გამოძიებებს იწყებენ ჩემ წინააღმდეგ, რომ მე არ ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება. ვერ მოესწრებით, მე ჩამოვალ საქართველოში და ამ ყველა პროგრამას მე განვახორციელებ ჩვენს გუნდათ ერთად. მე არ მივატოვებ ქართუველ ხალხს განსაცდელში. მაფიის თარეში უნდა დასრულდეს, საქართველო უნდა გათავისუფლდეს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მან საქართველოს მოქალაქეობაზე მაშინ დაკარგა, როდესაც ოდესის გუბერნატორის თანამდებობას დათანხმდა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაწყებული უთანხმოების შემდეგ, 2017 წელს, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოართვეს, როცა ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ის უკრაინაში უნებართვოდ შეიჭრა, თუმცა მოგვიანებით ქვეყნიდან გააძევეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი