2018 წლის მარტში ხილი და ყურძენი 25%–ით გაძვირდა

2018 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ხილისა და ყურძნის ფასი 25%–ით გაიზარდა, ბოსტნეულის ფასი კი, 7%-ით. ფასები 11%-ით გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზეც. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

წლიური ინფლაცია

საქსტატის ინფორმაციით, ფასები 2017 წლის მარტთან შედარებით გაიზარდა:

  • ხილსა და ყურძენზე 25,6 %;
  • თამბაქოს ნაწარმზე 11,2 %;
  • წყალმომარაგებასა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურებაზე 7,7 %;
  • ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 7,0 %;
  • ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეებზე 5,4 %;
  • რძეზე, ყველსა და კვერცხზე 4,9 %;
  • სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და მოწყობილობაზე 4,4 %;
  • ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე 4,4 %;
  • ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე 4,1 %;
  • სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 3,9 %;
  • ზეთსა და ცხიმზე 3,2 %;
  • ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე 2,9%;
  • თევზეულზე 2,8 %;
  • საავადმყოფოების მომსახურება 2,4 %;
  • ალკოჰოლურ სასმელებზე 1,1%.

ერთადერთი ჯგუფი, რომელზეც ფასები ერთი წლის განმავლობაში შემცირდა, არის შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, რომლის ფასი, წინა წლის მარტთან შედარებით, 2,5%-ით შემცირდა.

თვიური ინფლაცია

სამომხმარებლო ფასები 2018 წლის მარტში, ამავე წლის თებერვალთან შედარებით, შემცირდა შემდეგ ჯგუფებზე:

  • რძეზე, ყველსა და კვერცხზე 3,1%;
  • ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 2,8%;
  • სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 2,7%;
  • შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე 1,4%;
  • სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1,2%;
  • ელექტროენერგიაზე, აირსა და სათბობის სხვა სახეებზე 0,7%;
  • პურსა და პურპროდუქტებზე 0,3%.

2018 წლის მარტში თებერვალთან შედარებით ფასები გაიზარდა:

  • ხილსა და ყურძენზე 4,7 %;

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com