ახალი ამბები

სააღდგომოდ რკინიგზამ მატარებლის რეისები დაამატა

3 აპრილი, 2018 • 2876
სააღდგომოდ რკინიგზამ მატარებლის რეისები დაამატა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 2018 წლის 8 აპრილს აღინიშნება, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს.

5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#808/807) ოთხვაგონიანი, ორსართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 გავა, ბათუმში ჩავა 15:30-ზე, ბათუმიდან კი გამოვა 17:10-ზე და თბილისში ჩამოვა 22:03-ზე.

დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50-ზე გავა, სენაკში ჩავა 13:08-ზე. სენაკიდან კი (#877) გამოვა 19:45-ზე და თბილისში ჩამოვა 23:59-ზე.

 მატარებლის ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოს რკინიგზის სალაროებში, სწრაფი გადახდის აპარატებში, რკინიგზის ვებ-გვერდზე და სპეციალურად სმარტფონებისთვის შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). 

მასალების გადაბეჭდვის წესი