ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში Burger King-ში აფეთქების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა

2 აპრილი, 2018 • 2061
ერევანში Burger King-ში აფეთქების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა

დღეს, 2 აპრილს, საღამოს სომხეთის დედაქალაქში, Burger King კაფეში აფეთქების შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა. სომხური მედიის ცნობით, ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავებულთა შორის სომხეთის, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები, მათ შორის ოთხი არასწრულწლოვანია.

უწყების ცნობითვე, კაფეში გაზის ბალონი აფეთქდა, თუმცა საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ფოტო: news.am

მასალების გადაბეჭდვის წესი