ახალი ამბები

ლგბტ ადამიანები უფლებებზე, რომლებიც ჰეტეროსექსუალი წყვილების პრივილეგიაა [ვიდეო]

2 აპრილი, 2018 • 2503
ლგბტ ადამიანები უფლებებზე, რომლებიც ჰეტეროსექსუალი წყვილების პრივილეგიაა [ვიდეო]

“მე ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე ვარ, ვეწევი ბიზნესსაქმიანობას, ვიხდი გადასახადებს, ვასაქმებ ადამიანებს და ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფომ კონსტიტუციურ დონეზე განმისაზღვრა, რომ ჩემი და ჩემი პარტნიორის ურთიერთობა ოჯახი არ არის.

არსებული კანონმდებლობის გამო ჩემი ან ჩემი პრატრნიორის გარდაცვალების შმეთხვევაში თანაცხოვრების დროს დაგროვილი ქონება შიეძლება ავტომატურად გადაეცეს იმ ნათესავებს, ვინც წლების წინ სექსუალური ორიენტაციის გამო მიგვატოვეს – ამბობს გიორგი სამინავა “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში.

მე გიორგი ვარ და საზოგადოება ოჯახის შექმნის უფლებას მართმევს

“მე ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე ვარ, ვეწევი ბიზნესსაქმიანობას, ვიხდი გადასახადებს, ვასაქმებ ადამიანებს და ამ ყველაფრის მიუხედავად სახელმწიფომ კონსტიტუციურ დონეზე განმისაზღვრა, რომ ჩემი და ჩემი პარტნიორის ურთიერთობა ოჯახი არ არის.”,-გიორგი სამინავა

#თანასწორობისთვის
#სამოქალაქოპარტნიორობა
#ნუდამტოვებკანონისმიღმა
#EqualityMovement

Giorgi Saminava

Posted by Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა on Monday, 2 April 2018

გიორგი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც იმ უფლებებზე საუბრობს, რაც ჰეტეროსექსუალი წყვილების პრივილეგიად რჩება. ვიდეორგოლები ამ უფლებების შესახებ “თნასწორობის მოძრაობამ” გაავრცელა.

“მე გიორგი ვარ და საზოგადოება ოჯახის შექმნის უფლება მართმევს მარტო იმიტომ, რომ გეი ვარ. პოლიტიკოსები კი მძიმე სოციალური ფონის, ეკონომიკური პრობლემების, ოკუპაციის, მჩაგვრელი ნარკოპოლიტიკის და პოლიციური რეჟიმის ფონზე ჩემს სიყვარულს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს და ამაზე პოლიტიკური ტირბუნებიდან საუბრობს” – ამბობს გიორგი.

ნუ დამტოვებ კანონის მიღმა

„დღეს ყველანი ვართ დიდ კულტურულ და სოციალურ ომში, რომლის წაგებაც ახლა არაფრით შეიძლება” – გურამის და ლაშას ისტორია

#თანასწორობისთვის
#სამოქალაქოპარტნიორობა
#ნუდამტოვებკანონისმიღმა
#EqualityMovement

Posted by Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა on Wednesday, 28 March 2018

“კანონის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ ჩვენს თანაცხოვრებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება ქონებაზე, რომელსაც თანასწორობის გნამავლობაში ვქმნით. მგონია, საქართველოს კონსტიტუციას არ უყვარს ადამიანი, როგორც ფენომენი.

იმ შმეთხვევაში, თუ შეიქმნება მსგავსი სიტუაცია, მე არ მექნება უფლება არ მივცე გურამის წინააღმდეგ ჩვენება, ან მოვინახულო ის საავადმყოფოში, იმიტომ, რომ სახელმწიფოსთვის ჩვენ ერთმაენთისთვის არავინ ვართ. არის მთელი რიგი უფლებები, რომლითაც დაქორწინებული წყვილები სარგებლობენ და ჩვენ ვერ გამოვიყენებთ” – ამბობენ ლაშა და გიორგი “თანასწორობის მოძრაობის” ვიდეორგოლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი