აფიშაახალი ამბებიგართობა

რობერტ პლანტის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

2 აპრილი, 2018 • 3065
რობერტ პლანტის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ბილეთების ვებგვერდ tkt.ge-ზე დღეს, 2 აპრილის დილის 10 საათიდან, მუსიკოს რობერტ პლანტის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთის მინიმალური ფასი 60 ლარიდან იწყება და 800 ლარს (ჯაზფესტივალის VIP აბონემენტი) აღწევს. ერთ ადამიანს მხოლოდ 6 ბილეთის შეძენა შეუძლია.

პლანტი კონცერტს Black Sea Arena-ზე, შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში 19 ივლისს გამართავს.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 2018 წლის 19 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალს “ისთერნ ფრომოუშენსი” და “თიბისი სტატუსი მართავენ”.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი 19-21 ივლისს შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ნაწილი ბათუმის ჩოგბურის კორტებზე, ნაწილი კი- Black Sea Arena”-ზე.

შავი ზღვის ჯაზფესტივალის მონაწილეები:

20 ივლისი

  • TROMEBONE SHORTY

22 ივლისი

  • ტეილორ მაკფერინი
  • ქრისტიან სკოტი
  • ტერას მარტინი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი