როგორ ქრება ცხიმი ორგანიზმიდან, რომელსაც დიეტის დროს იკლებთ

სად მიდის ცხიმი, რომელსაც ადამიანი დიეტის და ვარჯიშის დროს იკლებს? – როგორც აღმოჩნდა, ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი ექიმებსაც არ აქვთ. CNN-ის ცნობით, 150 გამოკითხული დიეტოლოგიდან, ექიმიდან და პერსონალური მწვრთნელიდან სწორი პასუხი შეკითხვაზე 3-მა სპეციალისტმა გასცა, რაც ნიშნავს, რომ დარგის სპეციალისტების 98%-ს წარმოდგენა არ აქვს, ცხიმის გაქრობის პროცესი როგორ მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაგრამ მცდარი თეორიაა, რომ ცხიმი ენერგიად გარდაიქმნება, თუმცა ეს შეუძლებელია და არღვევს კონსერვაციის კანონს, რომელსაც ყველა ქიმიური რეაქცია ემორჩილება.

მეორე პოპულარული და ასევე მცდარი თეორიის თანახმად, ცხიმი კუნთად გარდაიქმნება, რაც ასევე შეუძლებელია. ასევე გამოკითხულთა ნაწილს მიაჩნია, რომ ცხიმი სწორი ნაწლავის მეშვეობით ტოვებს ადამიანის ორგანიზმს, ეს თეორიაც არ შეესაბამება სიმართლეს.

რეალურად , სწორი პასუხი ისაა, რომ ცხიმი კარბონის დიოქსიდად (ნახშიროჟანგი co2) და წყლად იქცევა და ამგვარად გამოდის ადამიანის ორგანიზმიდან. მარტივად რომ ვთქვათ, სუნთქვის, შარდის და ოფლის გამოყოფის მეშვეობით.

მაგალითად, თუ თქვენ 4.5 კილოს დაიკლებთ, აქედან 3.8 კილოგრამი ორგანიზმს თქვენი ფილტვებიდან ტოვებს, ხოლო 0.7 კილოგრამი სითხის სახით გამოდის ორგანიზმიდან, იქნება ეს შარდი თუ ოფლი.

ის ფაქტი, რომ ცხიმი ნახშიროჟანგად გადაიქცევა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მხოლოდ სუნთქვით შეგვიძლია დავიკლოთ წონაში? სამწუხაროდ, არა, იმაზე მეტი სიხშირით ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, ვიდრე ამას ორგანიზმი ნორმალურ ვითარებაში აკეთებს, ჰიპერვენტილაცია ეწოდება და შესაძლოა, ამან ადამიანში თავბრუსხვევა გამოიწვიოს. ერთადერთი, რითაც შეგიძლიათ ორგანიზმში მეტი ნახშიროჟანგი წარმოქმნათ, კუნთების ვარჯიშია. ასევე კარგი ამბავია ისიც, რომ მხოლოდ ფეხზე დგომით ან ტანსაცმლის გამოცვლით თქვენი მეტაბოლიზმი იმატებს. მაგალითად, თუ 24 საათის განმავლობაში სულ სამოსის ცვლით დაკავდებით 1,200 კილოგრამ ნახშიროჟანგს ამოისუნთქავთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com