ახალი ამბები

ქუთაისში დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

31 მარტი, 2018 • 1708
ქუთაისში დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა

31 მარტს ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დედა-შვილს, რომელიც გზაზე გადადიოდა, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ისინი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნონბით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მუხლი ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი