ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მოსკოვი ვარაუდობს, რომ ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად გამოიყვანეს

30 მარტი, 2018 • 6394
მოსკოვი ვარაუდობს, რომ ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად გამოიყვანეს

“როსსელხოზნადზორის” [ვეტარინარიისა და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახური]წარმომადგენელმა იულია მელანომ რუსულ მედიას განუცხადა, რომ აზიური ფაროსანა, რომელიც აფხაზეთშია გავრცელებული და რის გამოც რუსეთმა აფხაზეთიდან ხილისა და თხილის გატანა 2 აპრილიდან გაურკვეველი ვადით აკრძალა, შესაძლოა, ხელოვნურად იყოს გამოყვანილი “ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში”.

“არ გამოვრციხავთ, რომ დღეს საუბარი იყოს გარკვეული ბიოლოგიური იარაღის გამოყენებაზე”, – ამბობს “როსსელხოზნადზორის” [ვეტარინარიისა და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახური] წარმომადგენელი.

მისივე თქმით, “საქართველოში რამდენიმე ამერიკული ბიოლაბორატირიაა, რომლებიც რით არიან დაკავებული, უცნობია”.

რუსული მხარის მოთხოვნით, აფხაზეთში ფაროსანა წლის განმავლობაში უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ვერ შევა.

რუსი მკვლევრები ამბობენ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ფაროსანა ჩრდილოეთისკენ დაიძრება.

აზიური ფაროსანა პირველად დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი