ახალი ამბები

2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შობადობა 5.8%-ით შემცირდა

30 მარტი, 2018 • 1947
2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შობადობა 5.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 53 293 ბავშვი დაიბადა. აქედან 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო. აღნიშნული 5.8%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.

სქრინი: საქსტატი

საქსტატის თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა. 2017 წელს დედაქალაქში 14 906 ბავშვი დაიბადა. შობადობის მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იყო, სადაც 341 ბავშვი დაიბადა.

სქრინი: საქსტატი

2017 წელს გარდაცვლილთა რიცხვი, 2016 წელთან შედარებით, 5.8%-ით შემცირდა. გასულ წელს საქართველოში 47 822 ადამიანი გარდაიცვალა.  დაბადების შემთხვევის მსგავსად, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა  თბილისში დაფიქსირდა(11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).

სქრინი: საქსტატი

2017 წელს  რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა. გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინების  23 684 შემთხვევა დაფიქსირდა. საქსტატის თანახმად, 2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო კაცებისთვის 30.2 წელი იყო.

სქრინი: საქსტატი

რაც შეეხება განქორწინებების რაოდენობას, 2017 წელს ამ მიმართულებით საქართველოში ზრდა დაფიქსირდა. რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 %-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი