ახალი ამბები

80 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი მსაჯების გარეშე ჩატარდება

30 მარტი, 2018 • 3091
80 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი მსაჯების გარეშე ჩატარდება

80 წლის განმავლობაში პირველად ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი მსაჯების გარეშე ჩატარდება. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი რუსეთია.

ფიფას მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მსაჯების ჩამონათვალში არცერთი ბრიტანელი არბიტრი ფიგურირებს.

Skysports-ის ცნობით, ფიფა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთადერთი ბრიტანელი არბიტრის, მარკ კლატენბურგის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა მან ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატი, იგივე პრემიერ-ლიგა, თებერვალში დატოვა და სამუშაოდ საუდის არაბეთში გადავიდა.

1938 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ბრიტანელი არბიტრის გარეშე ჩაივლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი