ახალი ამბები

ყანდიაშვილი: ნინო დანელია არის ისეთივე უპასუხისმგებლო, როგორც ბორდის სხვა წევრები

18 ოქტომბერი, 2013 • • 1349
ყანდიაშვილი: ნინო დანელია არის ისეთივე უპასუხისმგებლო, როგორც ბორდის სხვა წევრები

“არსებობს სიმართლე, რაც არის ზნეობა და არსებობს ტყუილი, რაც არის უზნეობა. ეს არის უზნეობა, რაც თქვა ნინო დანელიამ. ნინო დანელიამ თქვა, მე ვიღაც ჟურნალისტებმა მითხრესო, რომ კოკა ყანდიაშვილს საზოგადოებრივ მაუწყებელში რაღაც გავლენა აქვსო. ნინო დანელია გახლავთ ისეთივე უპასუხისმგებლო ადამიანი, როგორც თითოეული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, რომლებმაც საზოგადოებრივი ტელევიზია მიიყვანეს იქამდე, სადამდეც მიიყვანეს”, – განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა და აღნიშნა, რომ ის ისევე არ ერევა მაუწყებლის საქმიანობაში, როგორც ვერ ჩაერევა “რუსთავი 2″–ის საქმიანობაში.

 

მისივე თქმით, ნინო დანელია იყო სააკაშვილის მხარდამჭერი და სწორედ ამიტომ მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში, საბოლოო ჯამში კი, ტელევიზია დაინგრა.

 

აღნიშნული განცხადებები კოკა ყანდიაშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემა “პოზიციაში” გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი