ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბრიტანული HALO Trust-ის გამნაღმველი მანქანა ყარაბაღში ნაღმზე აფეთქდა

29 მარტი, 2018 • 2277
ბრიტანული HALO Trust-ის გამნაღმველი მანქანა ყარაბაღში ნაღმზე აფეთქდა

ბრიტანული კომპანია HALO Trust-ის გამნაღმველი მანქანა ყარაბაღში, მარტაკერტის რაიონის ნაღმზე აფეთქდა. ყარაბაღის საინფრომაციო გამოცემის, artsakhpress.am-ის ცნობით, სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ყველა მათგანი მთიანი ყარაბაღის მოქალაქეა.

ნაღმზე აფეთქების დროს HALO Trust-ის თანამშრომლები განაღმვით სამუშაოებს ასრულებდნენ.

როგორც სომხური მხარე აცხადებს, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ჰელო ტრასტი(The HALO Trust), მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიმართულება განაღმვითი სამუშაოებია, 15 წელიწადია მთიან ყარაბაღშიც მოღვაწეობს. ორგანიზაციამ ყარაბაღში საქმიანობა 2000 წელს დაიწყო.

მთიან ყარაბარში The HALO Trus-ის პროგრამების მენეჯერი, იური შახრამანიანი ამბობს, რომ მუშაობის დროს ძირითადად ქვეითსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საბჭოთა წარმოების ნაღმები, კასეტური ავიაბომბები და სხვა საბრძოლო მასალები ხვდებათ, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა მთიან ყარაბაღში 1992-1994 საომარი მოქმედებების დროს.

ორგანიზაციის 15 წლის მუშაობის შედეგად ყარაბაღის 44,486,779 კვ.მეტრი (84%) ტერიტორია იყო გაუვნებელყოფილი ნაღმებისგან, კასეტური ბომბებისგან და სხვა აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან. ამ დროისთვის ტერიტორიის 16% რჩება დანაღმული, 21% კი კასეტურ ავიაბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალებს მოიცავს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 1995-2015 წლებში უბედური შემთხვევების დროს 366 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7  The HALO Trus-ის გამნაღმველი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი