თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 118-ე (ჯანმრთელობის განზრაღ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც სასწრაფოში აცხადებენ, დაზარალებულს საშუალო სიმძიმის ჭრილობა აღენიშნებოდა, ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.